logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: შესაძლოა, შანტაჟის მსხვერპლნი გახდნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც
- +

26 მარტი. 2016. 13:53


 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფარული კადრების გავრცელებასა და ვიდეოტერორზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შესუსტებისკენ მიმართული ნაბიჯი. ამის შესახებ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე განაცხადა, რომ კადრებით შანტაჟის მსხვერპლნი, საქართველოს მოქალაქეების გარდა, შესაძლოა, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც გახდნენ, რომლებიც შემდგომში გარკვეულ პოლიტიკურ დაკვეთებს შეასრულებენ, რაც საქართველოს ბევრ პრობლემას შეუქმნის.


„ვიდეოტერორი ძალიან ძნელად გადასაწყვეტი პრობლემაა. ძალიან რთული იქნება საქართველოში ამ უპრეცედენტო ვიდეოტერორის ლოკვიდაცია. ანალოგიური მეთოდით აგენტებების რეკრუტირებას ეწეოდნენ სპეცსამსახურები და განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო „КГБ".  ეს „КГБ"-ს რეალობა შემოვიდა ჩვენს სინამდვილეში. ოღონდ ამ ყველაფერმა ახლა იჩინა თავი. რეალურად ეს ყველაფერი შემოვიდა 2004 წელს, როცა ამ ვიდეომასალების გადაღება და დაგროვება დაიწყეს. ამის მიზანი სწორედ მომავალში შანტაჟი იყო. ჩვენ ამ პროცესის ყველა შედეგი არ ვიცით და ესაა მთელი პრობლემა. როდესაც გამავრცელებელმა მთლიანად საზოგადოება დააშანტაჟა და კადრები გაავრცელა, ეს ჩვენთვის ხილული გახდა. მაგრამ, თუკი რეალური პირების შანტაჟი ახლაც მიმდინარეობს და ჩვენ ეს, რა თქმა უნდა, არ გვეცოდინება, გვაქვს გარანტია, რომ შევძლებთ ამ პროცესების კონტროლს? გვაქვს გარანტია, რომ ამ შანტაჟისგან სახელმწიფოს დავიცავთ? არსებობს კიდევ ერთი საფრთხე. გამორიცხული არაა, რომ ამგვარი შანტაჟის მსხვერპლნი გახდნენ არამარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, რომლებიც მერე გარკვეულ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ ან მომავალში შეასრულებენ. ასე რომ, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ძალიან რთულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მარტო პიროვნების პირად ცხივრებაში ჩარევის ეთიკური სიმწვავე არ აქვს ამას. ეს არის სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შესუსტების პრობლემა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner