logo_geo
eng_logo
ირანის პრეზიდენტი: ახლა კედლების აშენების დრო არ არის
- +

29 იანვარი. 2017. 11:43


 


სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მექსიკის საზღვართან კედლის აშენების თაობაზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კედლების აშენების დრო არ არის.


„ახლა არ არის ერებს შორის კედლების აშენების დრო. მათ დაავიწყდათ, რომ ბევრი წლის უკან ბერლინის კედელი ჩამოინგრა. კედლები მოსშორებელია თუ ისინი ხალხს გაყოფენ", - განაცხადა ჰასან რუჰანიმ.


შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დაუყოვნებლივ შეუდგება კედლის მშენებლობას მექსიკასთან საზღვარზე.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner