უცხოური მედიის ინფორმაციით, მალაიზიის სანაპიროსთან გემი გაუჩინარდა.
გემის ბორტზე 28 ტურისტი და 3 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, გემთან კავშირი მაშინ გაწყდა, როდესაც ხომალდი ქალაქ კოტა-კინაბალუს პორტიდან გავიდა. გემის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.