logo_geo
eng_logo
აჭარაში თოვლის საფარი 45 სანტიმეტრამდე აღწევს
- +

29 იანვარი. 2017. 12:44


 


აჭარაში თოვლის საფარი 30-დან 45 სანტიმეტრამდე აღწევს.


საავტომობილო გზების რეგიონული სამსახურის უფროსის ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, აჭარაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.

 

„ჩვენი თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ, რათა მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ. ნალექი აჭარის დაბლობში 30-45 სანტიმეტრამდე აღწევს. გაწმენდით სამუშაოებთან ერთად ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები გამოიყენონ", - განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner