გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზა ყირგიზეთში განთავსდა. რუსეთის ფედერაცია ყირგიზეთს თავისი სამხედრო ბაზის განთავსების სანაცვლოდ წელიწადში 4,5 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები, რომლებიც ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან იმყოფებიან, დღეიდან გაერთიანებული სამხედრო ბაზის სტატუსს მიიღებენ", - ნათქვამია რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
შეთანხმება 15 წლის განმავლობაში მოქმედებს და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლედების განმავლობაში, თუ რომელიმე მხარემ არ განაცხადა მისი შეწყვეტის შესახებ.
გაერთიანებული სამხედრო ბაზის შესახებ მოსკოვსა და ბიშკეკს შორის 2012 წელს გაფორმებული შეთანხმება ძალაში დღეს შევიდა.