რუსული მედიის ინფორმაციით, დაღესტნის ქალაქ ჰასავიურტში რუსეთის სპეცსამსახურებმა კონტრტერორისტული ოპერაციის დროს 3 მეამბოხე მებრძოლი მოკლეს.
„სპეცოპერაციის აქტიური ფაზა დასრულებულია, მოკლულია 3 მებრძოლი. მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება", - აცნობეს რუსულ მედიას სპეცსამსახურიდან.
სპეცოპერაცია დღეს დილით დაიწყო. ორმხრივი სროლის დროს, სახლი, რომელშიც ამბოხებულები იმყოფებოდნენ, დაიწვა.