logo_geo
eng_logo
რუსმა სპეცნაზელებმა 3 დაღესტნელი მებრძოლი მოკლეს
- +

29 იანვარი. 2017. 13:31


 


რუსული მედიის ინფორმაციით, დაღესტნის ქალაქ ჰასავიურტში რუსეთის სპეცსამსახურებმა  კონტრტერორისტული ოპერაციის დროს 3 მეამბოხე მებრძოლი მოკლეს.


„სპეცოპერაციის აქტიური ფაზა დასრულებულია, მოკლულია 3 მებრძოლი. მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება", - აცნობეს რუსულ მედიას სპეცსამსახურიდან.


სპეცოპერაცია დღეს დილით დაიწყო. ორმხრივი სროლის დროს, სახლი, რომელშიც ამბოხებულები იმყოფებოდნენ, დაიწვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner