logo_geo
eng_logo
მოქალაქეები, რომლებისთვისაც ტრამპმა ვიზების გაცემა შეაჩერა, აშშ–ში გასამგზავრებლად ბილეთებს ვერ ყიდულობენ
- +

29 იანვარი. 2017. 13:36


 


სააგენტო „ფრანს პრესი"-ს ინფორმაციით, 7 ქვეყნის მოქალაქეები, რომლებისთვისაც ტრამპმა ვიზების გაცემა შეაჩერა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ბილეთებს ვერ ყიდულობენ.


არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ავიაკომპანიამ აშშ-ში გამგზავრებაზე უარი უთხრა ირანის მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა უკვე ჰქონდათ.


ავიაკომპანიებმა Etihad Airways-მა, Emirates-მა და Turkish Airlines-მა ტურისტულ სააგენტოებს ირანის მოქალაქეებზე ბილეთების გაყიდვის შეჩერება სთხოვა. ირანის გარდა, დონალდ ტრამპის აკრძალვა ერაყზე, იემენზე, ლიბიაზე, სირიაზე, სომალისა და სუდანზე ვრცელდება.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში სირიელი ლტოლვილების მიღების პროცესი მთლიანად შეაჩერა. ასევე მან სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილების მიღება 120 დღით შეაჩერა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner