ჟურნალისტი ენძელა მაჭავარიანი განათლების მინისტრის მრჩეველ ოთარ აბესაძეს სოციალურ ქსელში მიმართავს.
„ოთარ! ამ დიდი ხეების გადატანა, გადარჩენა და დენდროლოგიური ბაღის გაშენება ისეთივე დიდი საქმეა, ისეთივე ქველმოქმედებაა, როგორიც აშენებული ტაძრები, სკოლები, აღდგენილი ძეგლები და ყველა ის კეთილი საქმე, რაც ამ წერილში გაქვს ჩამოთვლილი...
უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ შენი და ყველა იმ ადამიანის მისამართით, ვინ ცდილობს, ამ ხეების გადატანის დროს (თითქოს ამით რამე შავდებოდეს), ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები შეგვახსენოს. დარწმუნებული ვარ და მინდა, თქვენც დაგარწმუნოთ, რომ ახლაც უდიდესი საქმე კეთდება. ბატონი ბიძინას შრომა და მის მიერ უანგაროდ გაღებული სახსრები ამჯერადაც დიდებულ საქმეს ხმარდება და ამ დიდებულ საქმეს, სხვა ქველმოქმედებით გაამართლება ნამდვილად არ სჭირდება. ეს თავისთავად დიდებული საქმეა და ადამიანს მეტი რომ არაფერი ჰქონდეს გაკეთებული, სიქველედ ესეც ეყოფა! ამას ჩვენც მალე გავაცნობიერებთ და ჩვენი თაობები დაინახავენ და დააფასებენ", - წერს ენძელა მაჭავარიანი.
იხილეთ ოთარ აბესაძის განცხადება:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=3418