logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთი თურქეთს სამხედრო რეაქტიული გამანადგურებლების წარმოებაში დაეხმარება
- +

29 იანვარი. 2017. 14:01


 



ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას გეგმავს.


მოლაპარაკების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი თურქეთს სამხედრო რეაქტიული გამანადგურებლების წარმოებაშიც დაეხმარება. გაერთიანებული სამეფო ანკარას ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო 125 მილიონ დოლარს გადასცემს.


ვიზიტის ფარგლებში, ტერეზა მეის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხიც განიხილეს, რაც თავის მხრივ ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner