აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ამერიკაში დევნილების მიღების პროგრამა 120 დღე შეჩერდა.
გარდა ამისა, ტრამპმა განუსაზღვრელი ვადით აკრძალა აშშ-ში სირიელი დევნილების მიღება. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ შეერთებული შტატების დიდი ქალაქების აეროპორტებთან მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, თავად პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ახალი ზომები მუსლიმების წინააღმდეგ არაა მიმართული.
„ეს აკრძალვა არ ეხებათ მუსლიმებს. აბსოლუტურად არა. ვაპირებთ, რომ აკრძალვა ძალიან მკაცრად შესრულდეს. ის ძალიან კარგად მუშაობს და ამას უკვე ყველგან ვხედავთ. ვაპირებთ, რომ საგანგებო კონტროლი დავაწესოთ, რომელიც ქვეყანაში წლებია უნდა არსებობდეს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.