ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაჰმუდ ჯავად ზარიფმა, ამეირიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულება, 7 ისლამური ქვეყნიდან მოქალაქეების აშშ-ში შესვლის აკრძალვაზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში" შეაფასა.
„ტრამპის განკარგულება ისტორიაში დარჩება, როგორც უზარმაზარი საჩუქარი ექსტრემისტებს. კოლექტიური დისკრიმინაცია ტერორისტულ გადაბირებას უწყობს ხელს, აღრმავებს დაპირისპირებას, რაც ექსტრემისტებს თავისი პოზიციების გამყარებაში ეხმარება", - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია აშშ-ის მიმართ საპასუხო ზომების მიღებასთან დაკავშირებით.