logo_geo
eng_logo
„ტრამპის განკარგულება ისტორიაში დარჩება, როგორც უზარმაზარი საჩუქარი ექსტრემისტებს“
- +

29 იანვარი. 2017. 14:19


 


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაჰმუდ ჯავად ზარიფმა, ამეირიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულება, 7 ისლამური ქვეყნიდან მოქალაქეების აშშ-ში შესვლის აკრძალვაზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში" შეაფასა.


„ტრამპის განკარგულება ისტორიაში დარჩება, როგორც უზარმაზარი საჩუქარი ექსტრემისტებს. კოლექტიური დისკრიმინაცია ტერორისტულ გადაბირებას უწყობს ხელს, აღრმავებს დაპირისპირებას, რაც ექსტრემისტებს თავისი პოზიციების გამყარებაში ეხმარება", - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია აშშ-ის მიმართ საპასუხო ზომების მიღებასთან დაკავშირებით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner