40-მდე თურქმა ჯარისკაცმა, რომლებიც გერმანიაში მდებარე NATO-ს ბაზებზე მსახურობენ, ოფიციალურ ბერლინს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ შეიარაღებულ დაწესებულებებში დაწყებულ საკადრო წმენდაში მოჰყვნენ. ისინი აცხადებენ, რომ ამბოხთან არავითარი კავშირი არ აქვთ.
თავშესაფარის მინიჭების თხოვნით გერმანიას არშემდგარი გადატრიალების შემდეგ 2016 წლის ნოემბერში რამშტაინის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულმა თურქმა სამხედროებმაც მიმართეს. მათი მოთხოვნა ამ დრომდე განხილვის სტადიაშია.