დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა, სადაც იგი ქვეყნის პირველ პირს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თურქეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო პარტნიორტობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
დიდ ბრიტანეთსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ახალ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმად, ოფიციალური ლონდონი თურქეთის საჰაერო ძალებს გაძლიერებაში დაეხმარება.
ხელშეკრულების ღირებულება 100 მილიონი გირვანქა სტერლინგია.