სირიის ქალაქ ალეპოში 5-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ფეხბურთის უკანასკნელი მატჩი იქ 2011 წელს ჩატარდა, სანამ ქალაქი სახელისუფლებო ძალებისა და ამბოხებულების ბრძოლის პოლიგონად გადაიქცეოდა.
ერთმანეთს ადგილობრივი ფეხბურთის გუნდები დაუპირისპირდნენ.
BBC-ის ინფორმაციით, მიუხედავად ხანგრძლივ საბრძოლო მოქმედებებზე დაზიანებული მოედნისა, გულშემატკივრები სპორტულ დაპირისპირებას მაინც დიდი ენთუზიაზმით ადევნებდნენ თვალს, დრამებს ხმას აყოლებდნენ და დროშებს აფრიალებდნენ.
„ვერ აღგიწერთ იმ განცდას, რასაც 5 წლის შემდეგ მოედანზე დაბრუნების გამო ვგრძნობ. გული გამალებით მიცემს", - განაცხადა ფეხბურთელმა ომარ ჰამიდიმ.
ფეხბურთელებს ქალაქის სახელისთვის ძველი დიდების დაბრუნება სურთ, მოსახლეობას კი - ცხოვრების ჩვეული რიტმის აღდგენა.