logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმება მიუღებელია!
- +

26 მარტი. 2016. 14:15



„იმ ფონზე, როცა ევროპაში არაერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა, „ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს სუს-ის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას ითხოვს. რამდენად მართებულია ეს მოთხოვნა?" - „რეპორტიორის" შეკითხვას შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პასუხობს:

 

„ამ პირობებში, როცა ქვეყნის წინაშე უამრავი საფრთხეა, როცა ასეთ გეოპოლიტიკურ კონტექსტში გვიწევს ცხოვრება, არ მესმის სუს-ის გაუქმების მოთხოვნა. სხვა საკითხია, ამ სამსახურის შინაარსობრივი რეფორმირება მოვახდინოთ.

 

ეს სამსახური ძირითადად უნდა იყოს კონცენტრირებული კონტრდაზვერვით ამოცანებზე. მიმაჩნია, რომ ქვეყნის შიგნით ანტიკორუფციულ ღონისძიებებს უსაფრთხოების სამსახური არ უნდა ახორციელებდეს. გარდა ამისა, შესაძლებელია ვისაუბროთ გამოძიების მთლიან რეფორმირებაზე და ერთიანი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნაზე. მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმება არის მიუღებელი. დღესაც ვთვლი, რომ ის ე.წ. რეფორმა შეეხო მხოლოდ ხელმძღვანელის დანიშვნას, მაგრამ შინაარსობრივად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაში არაფერი შეცვლილა. ასევე მომხრე ვარ, ანტიკორუფციული დეპარტამენტი არსებობდეს შს სამინისტროში. რადგან მიმაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ძირითადად დაკავებული უნდა იყვნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წინააღმდეგ კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელებით. იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება არ არის პირველხარისხოვანი მოთხოვნილება, გამოძიებას ენიჭება მესამე, მეოთხე ამოცანის როლი ამ სამსახურის ფუნქციონირებაში. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სხვა ფუნქციები გაძლიერდეს. ასე რომ, თუნდაც ევროპაში ასეთი დაძაბული ვითარების ფონზე, ტერორიზმის მომეტებული საფრთხის პირობებში, ვფიქრობ, ამ სამსახურს კიდევ უფრო სხვა ამოცანები უნდა ჰქონდეს, არათუ გავაუქმოთ ის. ეს სამსახური უნდა იყოს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების განეიტრალებითდაკავებული და ამავდროულად ის დამოუკიდებელი უნდა იყოს პოლიტიკური პროცესებისგან", - აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner