გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებას, 7 ისლამური ქვეყნის მოქალაქეთა აშშ-ში შესვლის აკრძალვის შესახებ აკრიტიკებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ანგელამ მერკელის პრესსპიკერი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 7 ისლამური ქვეყნიდან მოქალაქეების აშშ-ში შესვლა აიკრძალა.