ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მექსიკის საზღვართან კედლის აშენების თაობაზე აფასებს.
პრემიერის შეფასებით მექსიკის საზღვართან კედლის აშენება შესანიშნავი იდეაა არალეგალური მიგრაციის შეწყვეტისთვის.
„პრეზიდენტი ტრამპი მართალია. მეც ავაშენე კედელი ისრაელის სამხრეთ საზღვართან. ამან სრულად შეაჩერა არალეგალური მიგრაცია. შესანიშნავი შედეგია. შესანიშნავი იდეაა", - წერს ბინიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.