logo_geo
eng_logo
მარტინ შულცი გერმანიის კანცლერობისთვის იბრძოლებს
- +

29 იანვარი. 2017. 21:25


 


გერმანიის კანცლერობის კანდიდატად სოციალ-დემოკრატების პარტიის წევრებმა ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი დაასახელეს. 29 იანვარს პარტიის ყრილობაზე, შულცის კანდიდატურას კენჭი უყარეს. ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებზე კონკურენციას ანგელა მერკელს გაუწევს.


მარტინ შულცი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ სექტემბრის კამპანიის ფარგლებში ის ფოკუსირებული იქნება მშრომელ ხალხზე.


კანცლერობის არჩევნები გერმანიაში 2017 წლის სექტემბერში გაიმართება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner