პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესაძლო ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს. ბესელია ასევე აღნიშნავს, რომ მერაბიშვილის მიმართ დამოკიდებულება დღესაც ზუსტად ისეთია, როგორიც იყო მაშინ, როდესაც ის ადვოკატი და უფლებადამცველი გახლდათ.
24 იანვარს გავრცელდა ცნობა, თითქოს ვანო მერაბიშვილი შეიძლება გაზაფხულზე საპატიმროდან გაათავისუფლონ.