ლიტვის სეიმის დეპუტატმა ლინას ბალსისმა რუსეთის კალინინგრადის ოლქის ევროპისთვის დაბრუნების საკითხის ევროკავშირში განხილვის აუცილებლობაზე განაცხადა.
ბალსისის აზრით, რუსეთმა მას შემდეგ დაკარგა კალინინგრადის ოლქზე სამართლებრივი უფლება, რაც ყირიმი მიიერთა.
ახალი ამბების პორტალის Baltnews.lt-ის ცნობით, რუსეთმა დაკარგა ყოფილი აღმოსავლეთ პრუსიის მიწების ფლობის უფლება.
„პოტსდამისა და ჰელსინკის შეთანხმებებით კალინინგრადი სამუდამო მფლობელობაში არ გადაუციათ რუსეთისთვის. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ გადავცემთ (ამჟამინდელი კალილნინგრადის ტერიტორიას - Baltnews.lt რედაქტორი) სსრკ-ს მმართველობაში, ვიდრე ევროპაში არ გაფორმდება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება", - განაცხადა დეპუტატმა კონფერენციაზე „მსოფლიო 2017 წელს. ხედვა ვილნიუსიდან".
ანალოგიური იდეა 2015 წელს ლიტვის სეიმის დეპუტატმა კონსერვატორთა ფრთიდან ლაურინას კასჩიუნასმა გააჟღერა.