ბრიუსელის აეროპორტი 29 მარტამდე არ გაიხსნება და მგზავრების მიღებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. როგორც ბრიუსელის აეროპორტის ხელმძღვანელობა აცხადებს, საგამოძიებო სამუშაოები აეროპორტში დასრულებულია.
ვიდრე აეროპორტი მგზავრების მიღებას დაიწყებს, ტექნიკური პერსონალი და ინჟინრები აეროპორტის შენობის გამართულობას შეამოწმებენ და ზარალს შეაფასებენ. აეროპორტში ასევე დამონტაჟდება უსაფრთხოების ახალი მოწყობილობები.
შეგახსენებთ, ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.