logo_geo
eng_logo
„ონლაინ-კაზინოების რეგულაციების დანერგვისთვის მთავრობა საკონსულტაციო კომპანიას დაიქირავებს“
- +

30 იანვარი. 2017. 11:38



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ონლაინ-კაზინოების შემზღუდველ რეგულაციებთან დაკავშირებით „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხდა, რომ რეგულაციების დანერგვისთვის მთავრობა საერთაშორისო გამოცდილების საკონსულტაციო კომპანიას დაიქირავებს.


როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, სათამაშო ბიზნესი საკმაოდ რთული სფეროა.


„მთავრობის გადაწყვეტილებით, დავიქირავებთ საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო სახელის მქონე საკონსულტაციო კომპანიას. ასეთი კომპანიები სხვადასხვა ქვეყანას ეხმარებიან ონლაინ-კაზინოებისთვის ისეთი რეგულაციების დანერგვაში, როდესაც, ერთი მხრივ, დაცულია მომხმარებელთა უფლებები, ახალგაზრდა თაობა და ყველა ის ფენა, ვინც რისკის ჯგუფში შედის და მეორე მხრივ, ბიუჯეტში შემოდის გადასახადები და ასეთი ტიპის ბიზნესსაც ეძლევა არსებობის საშუალება.

 

ძალიან მარტივად რომ ავხსნა - წარმოიდგინეთ, რომ ყველა ონლაინ-კაზინოს სერვერი პირდაპირ არის მიერთებული შემოსავლების სამსახურის სერვერზე, სადაც ხდება ყველა ტრანზაქციის იდენტიფიცირება. ასევე შექმნილია შესაბამისი ფილტრები და რეგულაციები მოთამაშის სწორი იდენტიფიკაციისთვის. ეს მოგვცემს საშუალებას, დავიცვათ ახალგაზრდა თაობა და ყველა ის მოქალაქე, ვინც არ უნდა ითამაშოს. თქვენ შეგიძლიათ თამაშისგან დაიცვათ თქვენი ოჯახის წევრი. იმავდროულად, გამჭვირვალე სისტემიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი მარტივად იღებს შემოსავლებს", - განაცხადა ქუმსიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner