logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: აქტიურად ვმუშაობთ, რათა კონტრაბანდის მაქსიმალური პრევენცია მოხდეს
- +

30 იანვარი. 2017. 12:07



საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში  კონტრაბანდის აღკვეთისა და პრევენციისთვის მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა.


„საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, მაღალი სიზუსტის სკანერებს შეუძლიათ, სატვირთო ავტომანქანაში ძალიან მცირე ზომის ნივთიც კი აღმოაჩინონ. დეკემბრის დასაწყისიდან ჩვენ მუდმივი შეხვედრები გვაქვს, რათა კონტრაბანდის მაქსიმალური პრევენცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ვიცით, სად არის რისკის ზონა, საიდან შეიძლება შეეცადონ კონტრაბანდის შემოტანას. ყველა შემთხვევას გავახმაურებთ, რომ არავის გაუჩნდეს კონტრაბანდის შემოტანის სურვილი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner