logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მომხმარებელთა დასაცავად ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით
- +

30 იანვარი. 2017. 12:14



საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვის არგუმენტებზე ისაუბრა.

 

„ასეთი ტიპის ბიზნესები საქმიანობას ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში იწყებენ და სანამ რეგულაციები დაუწესდებათ, აფართოებენ საქმიანობის არეალს და ხსნიან მაქსიმალურ მოგებას. ონლაინ-სესხების კომპანიებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან, რეგულაციები დაუწესდებოდათ. ამ ბიზნესს პლუსები ალბათ მხოლოდ მისი მფლობელებისთვის აქვს, მინუსი კი ძალიან ბევრია. თქვენ, მოქალაქემ, სპონტანურად შეიძლება მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში უზომოდ ხარჯიანი იქნება. ბიზნესმოდელი, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი არის რამდენიმე ათასი პროცენტი, ჩვენთვის მიუღებელია და მომხმარებელთა დასაცავად ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner