logo_geo
eng_logo
თბილისში, ერთ-ერთ ქუჩას ირინა ენუქიძის სახელი მიენიჭა
- +

26 მარტი. 2016. 15:47



თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის სახელი მიენიჭა. აღნიშნული ინფორმაცია საკრებულოს საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.


შეგახსენებთ, 2006 წლის 28 იანვარს მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაიცვალა.


2015 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ირინა ენუქიძე ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner