logo_geo
eng_logo
ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში მესამე ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია
- +

26 მარტი. 2016. 16:33



ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია. „როიტერის" ინფორმაციით, მესამე ეჭვმიტანილის სახელია ფაიკალ ჩეფუ. იგი სათვალთვალო კამერით დაფიქსირებულ სამ პირს შორის ერთ-ერთია, ვინც სავარაუდოდ, აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა.


ფაქტზე ბელგიის პროკურატურა ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, მანამდე მათ განაცხადეს, რომ პროკურატურასთან ახლოს პოლიციამ დააკავა ფაიკალ ჩ., მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, რომ დაკავებული სწორედ მესამე ეჭვმიტანილი იყო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner