logo_geo
eng_logo
„ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საბანკო სესხები გადაუვადონ“
- +

30 იანვარი. 2017. 20:01



ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულების საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით „გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ამ პირობებში შესაძლებელია".


გვენეტაძის განცხადებით, ეროვნულ ბანკს სურს, რომ მსესხებლებს შუამდგომლობა გაუწიოს კომერციულ ბანკებთან იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ბანკებს აქვთ, რათა შეძლებისდაგვარად გადაუვადონ ასეთი სესხები.


„კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეს სიძნელეები და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ამ პირობებში შესაძლებელია", - განაცხადა გვენეტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner