რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მძღოლს მოყინულ გზაზე მანქანა მოუცურდა და ხეს შეეჯახა. მძღოლის გვერდით მჯდომი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი 2 მგზავრი კი მსუბუქად დაშავდა. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
როგორც „კვირას" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.