logo_geo
eng_logo
მერაბ მალანია: შსს უზრუნველყოფს „ბავშვთა სამყაროს“ შენობის სრულ დაცვას და უცხო პირი ტერიტორიაზე ვერ შევა
- +

30 იანვარი. 2017. 20:29



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ განაცხადა, რომ  შსს უზრუნველყოფს „ბავშვთა სამყაროს" შენობის სრულ დაცვას და უცხო პირი ტერიტორიაზე ვერ შევა.  მისი თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.


„მიზეზებს ვერ გეტყვით, თუმცა, იყო აალების კერა, რომელსაც ამ წუთებშიც აქრობენ. როგორც მოგეხსენებათ, სამხარაულისა და მერიის ექსპერტები იმყოფებოდნენ შენობაში. მათი დასკვნით, შენობაში შესვლა სახიფათოა, რის საფუძველზეც გადაწყდა შენობის დემონტაჟი. რამდენი დღეც არ უნდა გაგრძელდეს შენობის დემონტაჟი, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ტერიტორიის სრულ დაცვას და მინდა განვაცხადო, რომ ამ დღეების განმავლობაში უცხო პირი ვერ შევა ტერიტორიაზე", - განაცხადა მალანიამ.


ტერიტორიაზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გაძლიერებულ რეჟიმში იმყოფებიან. მობილიზებულია 16 სახანძრო ბრიგადა. ადგილზე რჩებიან დაზარალებული მოვაჭრეები, რომელთა ნაწილი კვლავინდებურად მოითხოვს შენობაში შესვლას და ნივთების გამოტანას. შეგახსენებთ, რომ ხანძარი წუხელ გვიან ღამით გაჩნდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner