logo_geo
eng_logo
თბილისის მერია მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას იწყებს
- +

26 მარტი. 2016. 16:35



თბილისის მერია ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერი დავით ნარმანია ავრცელებს.


დავით ნარმანიამ თბილისში მანქანებით გადატვირთული ტროტუარებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ვითარება შეისწავლა და კომპანია „სითი პარკს" 500-ზე მეტი ადგილი ჩამოართვა, სადაც წინა ხელისუფლების პირობებში პარკირებასთან დაკავშირებით თანხმობა იყო მიცემული.


ნარმანიას თქმით, პარკირება ეტაპობრივად ამჟამად არსებულ 1500-მდე ადგილზე გაუქმდება.


„ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. დაახლოებით 1500-მდე ადგილი კიდევ აქვთ მათ დარჩენილი და ამ ადგილებზე პარკირება ეტაპობრივად გაუქმდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს დისკომფორტია ავტომობილის მფლობელებისთვის. ამიტომ ჩვენ დედაქალაქში საპირისპირო ღონისძიებაც დავიწყეთ.

 

 

მრავალსართულიანი პარკენგების მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც დაახლოებით სამ კვირაში უკვე მზად იქნება. მერიას ჩაბარდება და ამაზე დაყრდნობით საინვესტიციო პროექტებს მოვამზადებთ და გამოვაცხადებთ ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის დაწყებას, რაც არსებულ მდგომარეობას დაარეგულირებს", - განაცხადა ნარმანიამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner