logo_geo
eng_logo
„გია ცერცვაძის საქმე იყო ერთადერთი ქეისი, რომელზეც ინტერპოლის მეშვეობით კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია გაიცა“
- +

30 იანვარი. 2017. 21:35



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გია ცერცვაძის საქმის კომენტირებისას განაცხადა, რომ აღნიშნული საქმე იყო ერთადერთი ქეისი, რომელზეც ინტერპოლის მეშვეობით კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიცა ინფორმაცია.


ხუციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შესახებ გავრცელებული განცხადებები, თითქოს ქართული მხარე რუსეთს აძლევს სამხედროების შესახებ ინფორმაციას არ შეესაბამება სიმართლეს.

 

„ვადასტურებ, რომ გია ცერცვაძის საქმე არის ერთადერთი ქეისი, რომელზეც ინტერპოლის მეშვეობით არის გაცემული ინფორმაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, ანუ სხვა მსგავსი ქეისი ჩვენ არ გვაქვს და არ არის საჭირო რაღაც შეთქმულების თეორიებზე საუბარი", - განაცხადა ხუციშვილმა.


მისივე თქმით, გია ცერცვაძის საქმეში არის ბევრი დეტალი, რომელზეც საჯაროდ საუბარი არ შეიძლება. ფორმატის შემუშავების შემთხვევაში კი, შესაძლებელია კონკრეტულ დაინტერესებულ პირებს მიეწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner