logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: გამოძიებამ უნდა დაადგინოს რატომ მოხდა შენობის დაწვა
- +

30 იანვარი. 2017. 22:20


 

„იმის მტკიცება, რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული უნდა დადგინდეს. თუ ასეთ რაღაცას აქვს ადგილი, რომ ადამიანს შეუძლია სავაჭრო ცენტრები გადაწვას, როცა მოეპრიანება დასასჯელია", - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში „ბავშვთა სამყაროს" დაწვის ფაქტი შეაფასა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება.


„ეს არის ტრაგედია. ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ამას განიცდის. შენობის დაწვა, რა თქმა უნდა, გამოძიების კომპეტენციაა. რატომ მოხდა, რამ გამოიწვია უნდა დადგინდეს. ამ საქმეში ეროვნული ბანკიც არის ჩართული და ვფიქრობ, რომ ნაბიჯები გადაიდგმევა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.


დიდუბის მაჟორიტარმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო უძლურია ყველა მსგავსი ზარალი სრულიად დაფაროს, მაგრამ დაზარალებულების დასახმარებლად რესურსები გამოინახება.


„სახელმწიფო უძლური იქნება ყველა ასეთი დავალიანება დაფაროს, მაგრამ რაღაც რესურსები გამოინახება, რომ შეუმსუბუქოს ადამიანებს ეს ყოფა",- განაცახად პაპუაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner