logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: საცავებს საფრთხე არ ემუქრება
- +

30 იანვარი. 2017. 23:03



დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, ბავშვთა სამყაროს შენობა შიგნიდან იწვის და გარკვეული კონსტრუქციების ჩამოშლა ხდება. ამის შესახებ ლექვინაძემ PALITRANEWS-ის გადაცემაში "360 გრადუსი" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.


მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ შენობის ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ უახლოეს საათებში გამოცხადდება. ლექვინაძე ხანძრის ახალი კერების არსებობას არ ადასტურებს, მისი ინფორმაციით, შენობა შიგნიდან იწვის და ობიექტზე შესვლა როგორც მეხანძრეებისთვის, ისე სხვა ადამიანებისთვის ამ ეტაპზე უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაუშვებელია.


„იქ დარჩენილია საგნები, რომლებიც შიდა წვის შედეგად აალებას განიცდიან და გარკვეულ პერიოდებში ასეთი კერების წარმოქმნა სწორედ ამას უკავშირდება. მთლიანობაში ხანძარი ლოკალიზებულია და გარეპერიმეტრზე გავრცელების საფრთხე არ არის. შენობა საკმაოდ ავარიულ მდგომარეობაშია და შიგნით ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდება. შენობის ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ უახლოეს საათებში იქნება გაცხადებული. საცავების გამოტანა დემონტჟთან ერთად იქნება შესაძლებელი. საცავებს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს მხრიდან ღონისძიებები მაქსიმალურად არის გაძლიერებული", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner