logo_geo
eng_logo
„ევროვიზია 2017“ - კონკურსის სლოგანი და ლოგო გასაჯაროვდა
- +

31 იანვარი. 2017. 00:33



სლოგანის - „მოვესალმებით მრავალფეროვნებას" (Celebrate Diversity) ფონზე ჩაივლის „ევროვიზია 2017" მაისში უკრაინის დედაქალაქ კიევში. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.


კონკურსის სლოგანი და ლოგო საზოგადოებას დღეს წარუდგინეს კონკურსის ორგანიზატორებმა. მათი თქმით, სლოგანი და ლოგო უკრაინის კულტურას ასახავს და კონკურსის ფანებს პოზიტიურ მოლოდინებს უქმნის.


„Celebrate Diversity" - ევროპისა და მის მიღმა ქვეყნების ერთობაზე მოგვითხრობს, რომელთა მოქალაქეებიც ერთად შეიკრიბებიან. ამ ადამიანებს შორის სხვაობა, მათ უნიკალურობას უსვამს ხაზს. ამ ხალხს საუკეთესო მუსიკა გააერთიანებს", - განაცხადა ევროვიზიის აღმასრულებელმა დირექტორმა იონ ოლა სანდმა.


კონკურსის კრეატიულ კონცეფციაზე უკრაინულმა კომპანიებმა Republique-მ და Banda-მ იმუშავეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner