თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ეროვნული უშიშროების შემადგენლობაში კვლავ დააბრუნა. პრესმდივნის განმარტებით, აღნიშნული სამმართველო ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში არ შედიოდა.
„ჩვენმა ადმინისტრაციამ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანა", - განაცხადა სპაისერმა.