აშშ-ის საელჩომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის წესი გაამკაცრა, რომლის მიხედვით ვიზის მოქმედების ამოწურვიდან 12 თვის შემდეგ, რუსებმა ვიზის მისაღებად გასაუბრება საელჩოში ხელმეორედ უნდა გაიარონ.
მანამდე არსებული წესის თანახმად, თუ აშშ-ის ტურისტული ვიზის მოქმედების ვადა მთავრდებოდა, რუსეთის მოქალაქეს შეეძლო 48 თვის განმავლობაში მიემართა და საელჩოში მისვლის გარეშე გაეგრძელებინა ვიზის მოქმედების დრო.
ვიზების გაცემის წესში ცვლილებებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა.