logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: საფრთხისგან დაზღვეული არავინაა, მითუმეტეს ჩვენ
- +

26 მარტი. 2016. 16:37

 

 

„საფრთხისგან დაზღვეული არავინაა, ჩვენ - მითუმეტეს", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელიც მან საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა. თუმცა, როგორც ნიშნიანიძე „რეპორტიორთან" საუბარში განმარტავს, არ ჰგონია, რომ კარასინის ნათქვამში სერიოზული მუქარა იკითხებოდეს.  

 

 

„არ მგონია, რომ კარასინის ნათქვამში რაიმე სერიოზული მუქარა იყოს. ამას გაფრთხილებას უფრო დავარქმევდი, ვიდრე მუქარას. თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და გაფრთხილებაც არ გვჭირდება ამისთვის. ჩვენ ისედაც ფრთხილად ვართ, ძალიან ზომიერად ვმოქმედებთ. ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ტრანსფორმირებულია. რუსეთისკენ არ მივდივართ, მაგრამ ურთიერთობას ვაწესრიგებთ. ვაკეთებთ იმას, რასაც წლების განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვიკიჟინებდნენ. ნელ­ნელა რუსეთთან ვალაგებთ ურთიერთობას და ამავდროულად მივდივართ დასავლეთისკენ. მაგრამ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მეტი დიპლომატიურობა გვმართებს. მუშტის ქნევას და ლანძღვა­გინებას არასდროს მოუტანია სარგებელი. დელიკატურად უნდა მივყვეთ დასახულ გზას", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner