logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაზე რატომ არ აკეთებს განცხადებას სახალხო დამცველი?!
- +

26 მარტი. 2016. 16:51


 

„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მცხეთაში, ჯვრის მონასტერზე წარწერების გაკეთების ფაქტზე საუბრობს და ინტერესდება, თუ რატომ არ გამოეხმაურა აღნიშნულს სახალხო დამცველი. ამის შესახებ მჟავანაძე საკუთარ facebook-გვერდზე წერს და აქვე აღნიშნავს, რომ უჩა ნანუაშვილი მხოლოდ სექსუალური და რელიგიური უმცირესობების დაცვით არის დაკავებული.

 

„საჭიროა თუ არა, ყველაფერზე რომ აკეთებს კომენტარს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, გუშინწინ ჯვარზე გაკეთებული წარწერების გამო რატომ არ გააკეთა განცხადება, როცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იქნა დაზიანებული?!

ამ და სხვა ფაქტებიდანაც ჩანს, რომ ეს ადამიანი არის მხოლოდ სექსუალური და რელიგიური უმცირესობების დამცველი", - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner