logo_geo
eng_logo
გაერო-ს უშიშროების საბჭო ირანის ბალისტიკური რაკეტების გამო საგანგებო სხდომას გამართავს
- +

31 იანვარი. 2017. 13:03


 


გაერო-ს უშიშროების საბჭო, საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების ექსპერიმენტული გაშვების გამო, რომელიც ირანმა განახორციელა, საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება.


გადაუდებელი კონსულტაციების მოთხოვნა გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა გაგზავნა მას შემდეგ, რაც ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში დანინ დანონმა მომხდარზე რეაგირება მოითხოვა.


დანონის თქმით, ირანმა რაკეტების საცდელი გაშვებით გაერო-ს რეზოლუცია დაარღვია, რომლის თანახმად, ირანს ეკრძალება იმ ტიპის რაკეტების გაშვება, რომლებსაც შესაძლოა გააჩნდეთ ბირთვული პოტენციალი.

 

„მსოფლიო საზოგადოებამ ირანის აგრესიის პირობებში ქვიშაში თავი არ უნდა ჩარგოს", - განაცხადა დანონმა.


თეირანში აცხადებენ, რომ ირანული რაკეტები არასოდეს აღიჭურვებიან ბირთვული ქობინებით. ამასთან, ირანის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ არ აპირებენ ბირთვული იარაღის განვითარებას.


საბჭოს სხდომა თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner