გაერო-ს უშიშროების საბჭო, საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების ექსპერიმენტული გაშვების გამო, რომელიც ირანმა განახორციელა, საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება.
გადაუდებელი კონსულტაციების მოთხოვნა გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა გაგზავნა მას შემდეგ, რაც ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში დანინ დანონმა მომხდარზე რეაგირება მოითხოვა.
დანონის თქმით, ირანმა რაკეტების საცდელი გაშვებით გაერო-ს რეზოლუცია დაარღვია, რომლის თანახმად, ირანს ეკრძალება იმ ტიპის რაკეტების გაშვება, რომლებსაც შესაძლოა გააჩნდეთ ბირთვული პოტენციალი.
„მსოფლიო საზოგადოებამ ირანის აგრესიის პირობებში ქვიშაში თავი არ უნდა ჩარგოს", - განაცხადა დანონმა.
თეირანში აცხადებენ, რომ ირანული რაკეტები არასოდეს აღიჭურვებიან ბირთვული ქობინებით. ამასთან, ირანის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ არ აპირებენ ბირთვული იარაღის განვითარებას.
საბჭოს სხდომა თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.