logo_geo
eng_logo
იგორ კვესელავა: პრეზიდენტი "ვეტომანიითაა დაავადებული"
- +

31 იანვარი. 2017. 13:33


 

 

„სამწუხაროდ, პრეზიდენტი გადაიქცა ოპოზიციის პრეზიდენტად. მე მას არ ვთვლი საქართველოს პირველ პირად. ის „ვეტომანიით" არის დაავადებული, რომლის განკურნებაც, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება", - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა „რეზონანსთან" საუბარში სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და უმრავლესობის მორიგ დაპირისპირებას.


მისი აზრით, პრეზიდენტი გარკვეული ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას გეგმავს, რაც არ გამოუვა.


„რა უნდა პრეზიდენტს, მან ხომ ძალიან კარგად იცის, რომ მისი ყველა ვეტო ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის დროს იქნა დაძლეული და ამ პარლამენტის მიერაც დაიძლევა. მაშინ რა სჭირდება პრეზიდენტს და რას თამაშობს?! - მას უნდა, ჩამოყალიბდეს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რაღაც პოოლიტიკური ძალა, შეაკოწიწოს პარტიები და დაიწყოს ბრძოლა ხელისუფლებაში მოსასვლელად. თუმცა, მას ეს არ გამოუვა, რადგან ის არც პოლიტიკურად და არც პიროვნულად არ არის მზად, რომ მოახერხოს რაღაც ორგანიზაციის შექმნა და საზოგადოების მხარდაჭერა", - განაცხადა კვესელავამ.


იგორ კვესელავა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც საუბრობს. მისი აზრით, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, რადგან ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მიდის. კვესელავა ხაზს უსვამს, რომ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში ქვეყანა საკმაოდ დიდ თანხას დაზოგავს. პოლიტოლოგი კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადმოტანა აუცილებელია, ქუთაისის პარლამენტის შენობა კი ტექნოლოგიურ ინსტიტუტს უნდა გადაეცეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner