logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: არ დაგინდობთ!
- +

26 მარტი. 2016. 16:58


 

„არ დაგინდობთ! თქვენ ცოტა ხომ არ „გაჟრიალებთ?" - აცხადებს რეჟისორი ქეთი დოლიძე და მისი პიროვნებისა და შემოქმედების მიზანმიმართულ იგნორირებაზე საუბრობს. როგორც დოლიძე განმარტავს, საქართველოს კინოცენტრმა გადაწყვიტა, რამდენიმე ფურცელი გადაწეროს ქართული კინოს უახლოეს ისტორიაში.

 

„ასე განსაჯეთ და დიდი ამბით უკეთებენ რეკლამას თავის პირმშო ჟურნალს „ფილმ პრინტი". ნუ, ახლა, (უკაცრავად, „ნუ" უნდა წარმოთქვათ, თბილისელი „გოგოშკების" ტონით, ასევე პოპულარულია „ანუ"). ჰოდა, მოკლედ, ამ ამერიკული სურნელით დასათაურებულ ჟურნალს უცნაური რედაქტორები ჰყავს.

 

ძლივს მაგონდება და ოდნავ მახსოვს, რომ 7 მხატვრული ფილმი მაქვს გადაღებული. „ოღონდ მართლა!" - ესეც კლუბების მოყვარული „გოგოშკების" ტონით!

 

ჰოდა!!! ბოლოსწინა ნომერი ღრმად პატივცემულმა გამოცემამ მიუძღვნა ქართველ ქალბატონ რეჟისორებს. ყველა, ყველა მოხვდა ამ ნომერში და ჩამონათვალში, თქვენი მონა-მორჩილის, ქეთი დოლიძის გარდა! აფერუმ!

 

ჩემს გაოცებულ კითხვაზე, რედაქტორმა მიპასუხა, გამოგვრჩა, მაგრამ ახლა ამ ნომერს იტალიურად ვთარგმნით და უეჭველად გამოვასწორებთ, ჩაგწერთო!!!

 

ვაშა!!!! ეტყობა, „ჩინეჩიტას" უნდა შეახარბონ თავი!!! ასეა!

 

ეს არ იკმარეს!

 

ერთ-ერთ ნომერში, უვიცი, უნიჭო, ბოღმით და ბოროტებით სავსე ე.წ. რეცენზია-პასკვილი დაბეჭდეს ფილმზე „მექელეხე", რომელმაც (ჰოი, საოცრებავ!) „ოქროს პრომეთე" მიიღო თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, ხოლო სტატიის სათაური გახლავთ: „თქვენ ჩემი მექელეხე გინახავთ?"

 

ახლა დადგა რიტორიკული შეკითხვის დრო.

 

მეც არ დაგინდობთ!!!

 

თქვენ ცოტა ხომ არ „გაჟრიალებთ"???

 

შეგნებულ შეურაცხყოფას ყოველთვის უნდა პასუხი!

 

წერა-კითხვა ისწავლეთ, ქალბატონებო და ბატონებო!

 

აქედან ვერ წამშლით!!!

 

როგორც ზოგიერთს, თქვენც მოგმართავთ:

 

„ასტა ლა ვისტა!!!" - აცხადებს დოლიძე.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner