logo_geo
eng_logo
ია ნინიძე: არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემს ერზე ცუდი თქვას რამე, ვერ გამიბედავს!
- +

31 იანვარი. 2017. 18:25




„კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მსახიობმა ია ნინიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, მოსკოვში ქართველებისა და საქართველოს ხელისუფლების შეურაცხყოფას ვერავინ უბედავს.


„მაშინ კვარიათში ვიყავით. რომ ვბრუნდებოდით, გორიც გამოვიარეთ, დევნილებიც ვნახეთ... ეს ყველაფერი მოყოლილი მაქვს იმ წრეში, რომელშიც ვცხოვრობ და ვტრიალებ. არასდროს, არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემს ერზე ან თუნდაც ჩემს ხელისუფლებაზე ცუდი თქვას რამე, ვერ გამიბედავს!

 

ამ ამბიდან ძალიან მალე მოსკოვში მეტროში ვართ მე და ჩემი ნინო. დაღლილი იყო და ქართულად ვუთხარი, დამადე, დედიკო, მხარზე თავი და თვალები დაასვენე-მეთქი. ამ დროს ვიღაც მეუბნება, ქართულად რატომ ლაპარაკობთო. პასუხი არ გამაცემინა ხალხმა: „შენ ვინ ხარ, თავს რომ ასეთი ლაპარაკის უფლებას აძლევ?! ვერ იცანი? ეს ხომ ჩვენი ციური მერცხალია, ჩვენი ია ნინიძე. ახლავე მოშორდი აქაურობასო", - ხმა აღარ ამოუღია, პირველივე სადგურზე ჩავიდა თავჩაღუნული.

 

როდესაც ჩემი სიძის დედა პირველად ჩამოვიდა თბილისში და რუსთაველზე გავიარეთ, 9 აპრილის ამბავი ვუამბე, ვუთხარი, რომ ის საშინელება აი, აქ მოხდა-მეთქი. იცით, ქალს რა დაემართა, ამის შემდეგ კიდევ გიყვარვართ თქვენო?!" - აცხადებს ნინიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner