logo_geo
eng_logo
ვანში გაყინული კაცის ცხედარი იპოვეს
- +

31 იანვარი. 2017. 19:55


 


ვანში გაყინული კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი" ავრცელებს. 28 წლის კაცი გურიის რეგიონიდან ვანის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდა, შემდეგ კი, უკან საფეხმავლო გზით ჩოხატაურში ბრუნდებოდა, რა დროსაც გაიყინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, მამაკაცის გარდაცვლაბის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზის ბიურო დაადგენს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner