logo_geo
eng_logo
ბათუმში დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
- +

31 იანვარი. 2017. 20:11


 


ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 50 წელს გადაცილებული დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც სააგენტოს ადგილობრივებმა განუცხადეს, ოჯახის წევრები მეზობლებს 4-5 დღის განმავლობაში არ უნახავთ, რის გამოც მათ სამაშველო სამსახურში დარეკეს.


სამაშველო სამსახურს კარი შიგნიდან ჩაკეტილი დახვდა, ბინაში შესულებმა კი ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ჯერჯერობით დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner