მეზობლები ბათუმში დედა-შვილის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად გაყინვას ასახელებენ. მეზობლების განცხადებით, ოჯახს ელექროენერგია გათიშული ჰქონდა.
დენის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაში" ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა ოჯახს დენი გადაუხდელობის გამო, 26 იანვრიდან შეწყვეტილი ჰქონდა.
ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 50 წელს გადაცილებული დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრები რამდენიმე დღე არ გამოჩენილან, მეზობლებმა კი დასახმარებლად სამართალდამცავებს მიმართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.