ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ბოლო წლებში საქართველოში გაჩენილ ხანძრებს სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს საქართველოში ხანძრის 11 082 შემთხვევა დაფიქსირდა. 2015 წელს - 14 440.
მე ამ ციფრებში, რატომღაც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაკი ტარანი თვლით არი, გავიანგარიშოთ: მხოლოდ 2 წელიწადში გამოდის 25 ათას 522 ხანძარი. აღარაფერს ვამბობ 2012-2013 წლებზე. ასევე, არ გვაქვს 2016 წლის მონაცემები.
ლოგიკური კითხვა: სად არის, "ბლიად", სულ მცირე, 25 ათასი "კარფური"?!
სოციალურ ქსელებში ვრცელდება იმ მსხვილი ობიექტების სია, რომლებიც 2012 წლის შემდეგ დაიწვა:
1. დამწვარი ,,ლილოს" ბაზრობა - 2012-15 ნოემბერი,
2. დამწვარი სავაჭრო ცენტრი ,,საბა" - 2013-26 თებერვალი,
3. დამწვარი ,,ევროპარკი" - 2013-17 ივლისი,
4. დამწვარი სენაკის ბაზრობა - 2014-25 აგვისტო,
5. დამწვარი ,,ბოშათა" ბაზრობა - 2014-16 სექტემბერი,
6. დამწვარი ,,ხოფას" ბაზრობა - 2014-7 დეკემბერი,
7. დამწვარი ,,ელიავას" ბაზრობა - 2014-27 დეკემბერი,
8. დამწვარი ,,ისნის'' ბაზრობა - 2015-21 იანვარი,
9. დამწვარი ,,ელიავას" ბაზრობა - 2015-4 აგვისტო,
10. დამწვარი ,,შავი" ბაზრობა - 2016-2 აგვისტო,
11. დამწვარი ბაზრობა და "ბავშვთა სამყარო" - 2017-29 იანვარი.
კვლავ ლოგიკური კითხვა: სად არის, "ბლიად", ამ ობიექტების ადგილზე აშენებული 11 "კარფური"?!
ბიძინა ივანიშვილს არ ვუწევ ადვოკატობას, უბრალოდ მაინტერესებს და 1 მაინც მაჩვენეთ, "ბლიად"!
მეხანძრეობის სფეროში რომ რაღაც ვერაა რიგზე, აშკარად ჩანს, მაგრამ ყველა ნაგავზე ერთმა კაცმა ხომ არ უნდა იფიქროს?!", - წერს ზედელაშვილი.