უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს შეხვდა და ქალაქ ავდეევკაში არსებული ვითარება განიხილა. პოროშენკომ კიევისა და რეგიონის მაღალჩინოსნებს ავდეევკის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების, საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების გაგზავნა დაავალა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, აუცილებელია პრორუსული ძალების მიერ დაჭრილ მოქალაქეებს და სამხედროებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.
დონეცკის ოლქიდან, კერძოდ, ავდეევკადან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. სიტუაციას ძლიერი ყინვა ართულებს. რამდენიმე დღეა, მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. ავდეევკას რაიონში პრორუსი სეპარატისტები ეწ. გრადებს იყებენ, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება. სეპარატისტების განცხადებით, უკრაინის სამთავრობო ძალების შეტევის შედეგად 80-ზე მეტი მებრძოლი დაკარგეს.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დღეს გერმანიაში ვიზიტი შეწყვიტა და კიევში დაბრუნდა.